არჩილ ბერიძე - გვსურს, ევროპალიგის მატჩს ბათუმის ახალ სტადიონზე ვუმასპინძლოთ
არჩილ ბერიძე - გვსურს, ევროპალიგის მატჩს ბათუმის ახალ სტადიონზე ვუმასპინძლოთ

დიდი ალბათობით, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი ოფიციალური ამტჩი მალე გაიმართება – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბერიძემ განაცხადა.

„23 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციას ველოდებით, რომელიც სტადიონს დაათვალიერებს და სტადიონი უნდა ჩაიბაროს, ამის შემდეგ კი ინფორმაციას უეფას გადაუგზავნის. ამ სტადიონზე აჭარის მთავრობამ ისეთი ენერგია დახარჯა, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი გამორჩეული სტადიონი იქნება. მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე მშენებლობაზე დღეში ორჯერ დადიოდა. ეს ყურადღება ბევრს ნიშნავს“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

მისი თქმით, განიხილება საკითხი, სტადიონი პირველ თამაშს როდის უმასპინძლებს.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩაბარების პროცესი მალე დასრულდება და ევროპის ლიგის მატჩს ბათუმის „დინამო“ ახალ სტადიონზე ვუმასპინძლებთ. საამისოდ, ევროპის ლიგის მატჩამდე სატესტო თამაში უნდა მოესწროს და ფეხბურთის ფედერაციასთან თანხმდება თარიღი, თუ როდის შეიძლება პირველი მატჩის მასპინძლობა,“ – აცხადებს ბერიძე.