არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პატიმრობა კიდევ სამ პირს შეეფარდა
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პატიმრობა კიდევ სამ პირს შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე კიდევ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, ამავე საქმეზე 17 წლის ბრალდებულს – მეთვალყურეობა, ხოლო 21 წლის ბრალდებულს გირაო შეუფარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება.

პროკურატურა სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, ერთი არასრულწლოვნის (17 წლის) მიმართ – მეთვალყურეობა, ხოლო 21 წლის ბრალდებულის მიმართ – გირაო.

როგორც პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, ხუთივე პირს ბრალად ედება  დანაშაულის დაფარვა, მათგან სამი სრუწლოვანი პირია, ორზე მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამა.

თბილისის პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.​

სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მეორე არასრულწლოვანი კი იმალეობდა და სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.