არასრული შემადგენლობით - საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო #1TVSPORT
არასრული შემადგენლობით - საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო #1TVSPORT

ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო – საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა – მათ შორის გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლევან შოვნაძე, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, ვაკო ყაზაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ლადო მამუჩაშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი თბილისში დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდი სრული შემადგენლობით 20 სექტემბერს შეიკრიბება.

ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი – 20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო