„არაგვმა“ ლიცენზია და ლიგა 2-ში გამოსვლის უფლება მიიღო
დუშეთის „არაგვმა“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის უფლება პლეი ოფში ლანჩხუთის „გურიასთან“ დამარცხებით მოიპოვა. ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა სახლში წაგების (0:1) შემდეგ ლანჩხუთში 2:0 მოიგეს და არსებობის ისტორიაში პირველად, ლიგა2-ში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ახლა კი დუშეთის „არაგვმა“ ლიცენზირების პროცესის წარმატებით გაიარა, სათამაშოდ საჭირო ლიცენზია მოიპოვა და ლიგაში გამოსვლის უფლება ოფიციალურად მიიღო.
დუშეთის „არაგვის“ გენერალური დირექტორის სოსო ჭიკაიძის თქმით, ლიგა 2-ში თამაში გუნდისთვის დიდი წარმატებაა.
„ლადო ბურდულმა შეძლო და დუშეთის „არაგვი“ ერთ მუშტად შეკრა. დიდი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა დუშეთისა და ზოგადად, მცხეთა-მთიანეთისთვის, რომელსაც „არაგვის“ სახით მხოლოდ ერთი გუნდი ჰყავს. ლიგა 2-ში ახალბედები ვართ და წინ ისეთი თამაშები და წელი გველის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ამ ჩემპიონატში პოზიციის შენარჩუნება მარტივი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ამ გუნდს მეტის ამბიცია აქვს“ – ამბობს დუშეთის „არაგვის“ გენერალური დირექტორი.