ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, მექსიკის „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა სტანდარტული სამედიცინო შემოწმების შემდეგ ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, – იტყობინება არგენტინული პრესა.
ექიმებმა მარადონას კუჭში სისხლჩაქცევა დაუდგინეს. უახლოეს პერიოდში, 58 წლის ლეგენდას ამ პრობლემასთან დაკავშირებით ოპერაცია ელოდება. მანამდე კი ექიმებმა მარადონა გამოწერეს და შინ გაუშვეს.