მარადონა კუჭში სისხლჩაქცევით საავადმყოფოში მოხვდა

11:49, 05.01.2019

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, მექსიკის „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა სტანდარტული სამედიცინო შემოწმების შემდეგ ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, – იტყობინება არგენტინული პრესა.

ექიმებმა მარადონას კუჭში სისხლჩაქცევა დაუდგინეს. უახლოეს პერიოდში, 58 წლის ლეგენდას ამ პრობლემასთან დაკავშირებით ოპერაცია ელოდება. მანამდე კი ექიმებმა მარადონა გამოწერეს და შინ გაუშვეს.

მსგავსი