„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამართლოსთან მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამართლოსთან მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ადგილზე მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს.

პოლიცია სასამართლოს შესასვლელთანაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს წითელი მიხაკები მიაწოდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პარალელურად, სასამართლოს გარეთ ოპოზიცია აქციას გამართავს.   გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.