აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რამდენიმე ადგილზე ცეცხლი დაანთეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აპირებენ ყოფნას და შესაბამისად, ცივი ამინდის გამო, ადგილზე ცეცხლის დანთების გადაწყვეტილება მიიღეს.
ცესკო-სთან აქცია გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს შენობასთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საღამოს გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ჯებირისა და პოლიციის კორდონის გარღვევა დაიწყეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.