აპოლონი-საბურთალო საქართველოს პირველ არხზე – კვიპროსში თბილისელები დანაკლისით გაემგზავრნენ

10:21, 26.08.2020

„საბურთალო“ 26 აგვისტოს ნიქოზიაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, 27 აგვისტოს კი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

ჩაფრენის შემდეგ, თბილისური გუნდი ნიქოზიაში მატჩისწინა ვარჯიშს 20:-00 საათზე გამართავს, ანუ იმ დროს, როდესაც 27 აგვისტოს მატჩია ჩანიშნული.

„საბურთალო“ კვიპროსში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა. გეტყვით, რომ ჩვენი მთავარი გუნდის შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, ტყუპები – გიზი და ოთო მამაგეიშვილები, რომლებიც 2003 წელს დაბადებულები არიან. გუნდს ვერ გაჰყვებიან დაჩი ცნობილაძე, რომელმაც „ჩიხურასთან“ მატჩში კოჭი დაიზიანა და ოლექსანდრ ბელიაევი, რომელსაც მუხლი აწუხებს.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი

მცველები: ლევან კაკუბავა, გაგი მარგველაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ნიკოლოზ მალი

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე, ჟარდელ ნაზარე, შოთა ნონიკაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ოლივიე ბუმალი, ლევან მაჭარაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთო მამაგეიშვილი.

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე, გიორგი გულიაშვილი, ჟეროენ ლუმუ

„აპოლონისა“ და „საბურთალოს“ მატჩი 27 აგვისტოს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსილაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შემოგთავაზებთ.

მსგავსი