აპოლონი-საბურთალო საქართველოს პირველ არხზე - კვიპროსში თბილისელები დანაკლისით გაემგზავრნენ
აპოლონი-საბურთალო საქართველოს პირველ არხზე - კვიპროსში თბილისელები დანაკლისით გაემგზავრნენ

„საბურთალო“ 26 აგვისტოს ნიქოზიაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, 27 აგვისტოს კი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდება.

ჩაფრენის შემდეგ, თბილისური გუნდი ნიქოზიაში მატჩისწინა ვარჯიშს 20:-00 საათზე გამართავს, ანუ იმ დროს, როდესაც 27 აგვისტოს მატჩია ჩანიშნული.

„საბურთალო“ კვიპროსში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა. გეტყვით, რომ ჩვენი მთავარი გუნდის შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, ტყუპებიგიზი და ოთო მამაგეიშვილები, რომლებიც 2003 წელს დაბადებულები არიან. გუნდს ვერ გაჰყვებიან დაჩი ცნობილაძე, რომელმაც „ჩიხურასთან“ მატჩში კოჭი დაიზიანა და ოლექსანდრ ბელიაევი, რომელსაც მუხლი აწუხებს.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი

მცველები: ლევან კაკუბავა, გაგი მარგველაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, თედორე გრიგალაშვილი, ნიკოლოზ მალი

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე, ჟარდელ ნაზარე, შოთა ნონიკაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ოლივიე ბუმალი, ლევან მაჭარაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთო მამაგეიშვილი.

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე, გიორგი გულიაშვილი, ჟეროენ ლუმუ

აპოლონისა“ და „საბურთალოს“ მატჩი 27 აგვისტოს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსილაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შემოგთავაზებთ.