ანტუან გრიზმანმა კიბერსპორტული ორგანიზაცია დააფუძნა (ვიდეო)

20:03, 21.01.2020

„ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი კიბერსპორტული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი გახდა.

თავის ძმასთან ტეო გრიზმანთან ერთად, ფეხბურთელმა სოლიდური თანხა ჩადო კიბერსპორტში.

ძმებს დიდხანს არ უფიქრიათ სახელწოდებაზე და ამისთვის საკუთარი გვარი გამოიყენეს – ორგანიზაციას ჰქვია Grizi Esport.

ძმები გრიზმანების კლუბში წარმოდგენილი იქნება შემადგენლობები FIFA 20-დან, League of Legends-დან, CS:GO-დან, Fortnite-დან და Rainbow Six Siege-დან.

ორგანიზაციას ანტუანის ძმა უხელმძღვანელებს.

მსგავსი