ანტუან გრიზმანი პსჟ-ში გარბის
ანტუან გრიზმანი პსჟ-ში გარბის

„ბარსელონას“ ფორვარდს ანტუან გრიზმანს კლუბის დატოვება და „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა სურს, – იტყობინება გამოცემა OK Diario.

„გრიზმანი „ბარსელონაში“ ზღვარზეა მისული. მას ცუდი ურთიერთობა აქვს მესისთან და პსჟ-ში გადასვლა უნდა. ის შეიძლება ნეიმარის კატლონიაში დაბრუნების გარიგებაში ჩართონ“, – განაცხადა გამოცემის ხელმძღვანელმა ედუარდო ინდამ.

ადრე არაერთხელ დაიწერა, რომ მესი და „ბარსელონას“ ბევრი ფეხბურთელი სკეპტიკურად შეხვდა გრიზმანის გუნდში გადასვლას მას შემდეგ, რაც მან კატალონიაში ტრანსფერზე 2018 წლის ზაფხულში უარი თქვა.

გრიზმანი „ბარსელონას“ ფეხბურთელი გასულ ზაფხულს გახდა. 28 წლის ფეხბურთელში კატალონიელებმა მადრიდის „ატლეტიკოს“ 120 მილიონი ევრო გადაუხადეს. ამ სეზონში ფრანგმა 15 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.