ანტუან გრიზმანი - მესი, რონალდუ და ზიდანი ისტორიაში საუკეთესოები არიან
ანტუან გრიზმანი - მესი, რონალდუ და ზიდანი ისტორიაში საუკეთესოები არიან

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

„აქ ყველაფერი დამოკიდებულია დროის პერიოდზე. მე ვიტყოდი, რომ ესენი არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. არასოდეს მინახავს, როგორ თამაშობდნენ პელე და დიეგო მარადონა. ეს რთული საკითხია. ყველას თავისი სტილი აქვს. კიდევ დავასახელებდი ზინედინ ზიდანს. მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რაც კრიშტიანუ რონალდუსა და მესის ჯერ არ გაუკეთებიათ“, – მოჰყავს გრიზმანის სიტყვები გაზეთ მარკას (Marca).