ანტონიუ კოშტა – რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, თავდასხმისას დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცეც, რაც ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას

15:17, 30.07.2026

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელა. თავდასხმის დროს ასევე დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კოშტა წერს, რომ თანაუგრძნობს თავდასხმების მსხვერპლებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლებებს.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის ანტისარაკეტო და ანტიდრონული შესაძლებლობების მიმართულებით. ევროპა ამ აგრესიის წინაშე ერთიანობას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა კოშტამ.

ცნობისთვის, 30 ივლისს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმის დროს ასევე დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცე.

 

მსგავსი