ანტონიუ გუტერეში - სერიოზულად შეშფოთებული ვარ ძალადობის ესკალაციის გამო დასავლეთ სანაპიროზე
გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის განახლებული საბრძოლო მოქმედებებით.
ანტონიუ გუტერეშმა მიმართა ისრაელის სამხედროებს, მოერიდონ შემდგომ ქმედებებს, რომლებიც გააუარესებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში.
„ადამიანებისთვის, რომლებსაც ევაკუაცია უბრძანეს, არსად არის უსაფრთხო წასასვლელი და ძალიან ცოტა ადგილია გადარჩენისთვის“, – განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშის თქმით, ის „სერიოზულად შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციის გამო“ დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის „ისრაელის უსაფრთხოების ოპერაციების გაძლიერებით“ და „პალესტინელების მიერ ისრაელელებზე თავდასხმებით“.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.