ანტონიო კონტე, შესაძლოა, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
„ინტერის“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს ანტონიო კონტეს იტალიური კლუბიდან წასვლის შემდეგ, კარიერის გაგრძელების ვარიანტი ძალიან მალე გამოუჩნდა. კერძოდ, იტალიელმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი შეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ „ინტერსა“ და კონტეს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა. 51 წლის სპეციალისტის წასვლის მიზეზია კლუბის მფლობელების გადაწყვეტილება – გაყიდოს ფეხბურთელები და შეამციროს დანახარჯები, რათა ბიუჯეტი მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პირობებს შეუხამოს, ეს კი არ შეესაბამება კონტეს ამბიციებს. მწვრთნელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენციისთვის, მილანურ კლუბს არა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა, არამედ შემადგენლობის გაძლიერება ესაჭიროება.
ანტონიო კონტემ „ინტერი“ 2019 წელს ჩაიბარა და წელს გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა.