ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მედლების კომპლექტი 96 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება. ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ანტონ პლესნოი იასპარეზებს.
პლესნოი ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. აგრეთვე, ის ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობის ჩემპიონ-პრიზიორია. ანტონ პლესნოი არის საქართველოს პირველობის გამარჯვებული და რეკორდსმენი.
96 კგ. წონით კატეგორიაში შეჯიბრი დღეს, 14:55 საათზე დაიწყება.