ანტალიის გრანდ სლემზე ასპარეზობას მძიმეწონოსნები - მატიაშვილი და სომხიშვილი აგრძელებენ #1TVSPORT
ანტალიის გრანდ სლემზე ასპარეზობას მძიმეწონოსნები - მატიაშვილი და სომხიშვილი აგრძელებენ #1TVSPORT

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ასპარეზობას მხოლოდ მძიმეწონოსნები – ლევან მატიაშვილი და სოფიო სომხიშვილი აგრძელებენ.

მატიაშვილმა ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს. სომხიშვილმა კი შეჯიბრზე პირველი გამარჯვება ხორვატ მარანიჩთან მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალში პორტუგალიელ ნუნიესს შეხვდება.

გრანდ სლემს უკვე გამოეთიშნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ) და ომარ საური (100 კგ). შეგახსენებთ, რომ ანტალიაში ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.