ანსი-ლე-გრან-ბორნანში რბოლა გამოდევნებით კაცებში ბომ, ხოლო ქალებში ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი
ანსი-ლე-გრან-ბორნანში რბოლა გამოდევნებით კაცებში ბომ, ხოლო ქალებში ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი

საფრანგეთის ქალაქ ანსი-ლე-გრან-ბორნანში ბიატლონში მსოფლიო თასის მესამე ეტაპის რბოლები გაიმართა. ქალებში გამოდევნებით 10კმ-ზე ასპარეზობა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილიც ნორვეგიის წარმომადგენელმა, ინგრიდ ტანდრევოლდმა დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიელმა ლენა ჰაეკიმ მოიპოვა.

გუშინვე რბოლა გამოდევნებით მამაკაცებში 12.5 კმ-ზე გაიმართა, რომელიც საერთო ჩათვლის ლიდერმა ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო. მეორე ადგილზე ფრანგი ფილონ მაიე გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ნორვეგიელმა ვეთლი კრისტიანსენმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის საერთო ჩათვლაში მამაკაცებში 314 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 253 ქულით ასევე ნორვეგიელი ინგრიდ ტანდრევოლდი იკავებს.