ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს
ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს

უმრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც ვახტანგ რობაქიძე ამბობს, ინციდენტის დღეს ბაკურიანში ალკოტესტის გავლის დროს სამართალდამცველის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. შემთხვევის შედეგად შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა), მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ მუქარა) და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.

თავდაპირველად რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, მან სამდღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა.