ანრი ოხანაშვილი - ვისაც სურს, ჩვენი საზოგადოება არეულობისთვის ბოროტად გამოიყენოს, პასუხი უნდა მოვთხოვოთ
ანრი ოხანაშვილი - ვისაც სურს, ჩვენი საზოგადოება არეულობისთვის ბოროტად გამოიყენოს, პასუხი უნდა მოვთხოვოთ

ვისაც სურს, ჩვენი საზოგადოება არეულობისთვის ბოროტად გამოიყენოს, პასუხი უნდა მოვთხოვოთ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარისას განაცხადა, სადაც, ვებგვერდის ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია საუბრობენ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მიერ ქვეყნის მართვის სტილსა და მათ მიერ ოპოზიციასთან დამოკიდებულებას თუ გავიხსენებთ, მაშინ ასეთი დანაშაულებრივი შინაარსის ჩანაწერის ნამდვილობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ჩანაწერის ავთენტურობა და მათ, ვისაც სურს, ჩვენი საზოგადოება არეულობისთვის ბოროტად გამოიყენოს, პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველამ ერთად“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.