ანრი ოხანაშვილი - ვერავინ დააჯარიმებს პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება
ანრი ოხანაშვილი - ვერავინ დააჯარიმებს პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება

ვერავინ ვერ დააჯარიმებს იმას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო სპეკულაციები, თუ ადამიანს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ ატარებს პირბადეს, მოხდება მათი დაჯარიმება, რაც არასწორია.

„ზოგადად სამართალი ცნობს პრინციპს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს სჭირდება დაცვა, ვერავინ დაავალდებულებს, რომ გაიკეთოს პირბადე. ეს სპეკულაციებიც უნდა გამოვრიცხოთ. ვერავინ ვერ დააჯარიმებს იმას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. ჩვენ მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული, არ იქნება გათვლილი ხანგრძლივად ჯარიმებზე, არამედ იქნება ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ორიენტებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმები წესდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად, 20 ან 30 ლარი იქნება.