ანრი ოხანაშვილი - საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ, ევროპარლამენტის ანგარიში ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების აღიარება და მხარდაჭერაა
ანრი ოხანაშვილი - საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ, ევროპარლამენტის ანგარიში ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების აღიარება და მხარდაჭერაა

საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ, ევროპარლამენტის ანგარიში ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების აღიარება და მხარდაჭერაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არაერთი რეფორმა აქვს დაგეგმილი, რომელსაც მომავალში განახორციელებს.

„საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ერთის მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის წინაშე და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ვინაიდან, ჩვენი მთავარი მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაცია, ამ მიმართულებით ჩვენ გავატარეთ არაერთი რეფორმა, დაგეგმილი გვაქვს შემდგომი მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეს მხარდაჭერა ევროკავშირის, ევროპარლამენტის მხრიდან არის აღიარება, ერთის მხრივ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების და მხარდაჭერა რომ ეს რეფორმები სწორად გატარდა, მეორე მხრივ არის დამატებითი წახალისება და მოტივაცია, რომ გავაგრძელოთ სვლა იგივე მიმართულებით, შეუჩერებლად შემდგომი რეფორმებისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.