ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ და ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის ისურვებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დასწრებოდნენ და პროცესში მონაწილეობა მიეღოთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი, ისინი არაფერს აკეთებენ. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ არ იღებენ მონაწილეობას დღეს. ვისურვებდი, მოსულიყვნენ, დასწრებოდნენ გამოსვლას. მათ შეეძლოთ, მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ყოფილიყვნენ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოვა.  „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.