ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, გრძელდება ბინძური ცილისწამების კამპანია
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, გრძელდება ბინძური ცილისწამების კამპანია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტებას აკეთებს ჟურნალისტებთან დღეს გაკეთებული კომენტარის შესახებ.

საუბარია ოხანაშვილის იმ კომენტარზე, სადაც ის ამბობს: „უკრაინის ხელისუფლებასთან შუამავალი თუ „ნაცმოძრაობა“ უნდა გვყავდეს, მშვიდობაში მოიხმარონ, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე კარგად თუ დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება“.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან.

„ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება „ნაცმოძრაობისა“ და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. დღეს, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ. ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები. ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის, თითქოს ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი