ანრი ოხანაშვილი - უკრაინის ხელისუფლებასთან შუამავალი თუ „ნაცმოძრაობა“ უნდა გვყავდეს, მშვიდობაში მოიხმარონ, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე კარგად თუ დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება
ანრი ოხანაშვილი - უკრაინის ხელისუფლებასთან შუამავალი თუ „ნაცმოძრაობა“ უნდა გვყავდეს, მშვიდობაში მოიხმარონ, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე კარგად თუ დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება

ჩვენ ისე გამოვიყურებით, როგორც ნედ პრაისი საუბრობს. საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, მათ შორის გაერო-ში, ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწორ საერთაშორისო პოზიციონირებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და იმ მძიმე ქმედებების დასაგმობად, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში.

„თუ უკრაინის ხელისუფლებასთან შუამავალი „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გვყავდეს, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ. ჩვენი პოზიციაა, რომ შუამავალი არ გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. თუ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ, ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში. არ მგონია, ეს გამოცდილება უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს და სურდეს, მაგრამ ეს ხალხია მათ გარშემო. როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან კრიმინალი ადეიშვილი გიზის, მათი რაღაც ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს. მეგობრული ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ ჯერ ხელისუფლებამ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია უნდა ისწავლოს და თუ შუამავლად „ნაციონალურ მოძრაობას“ გვიგზავნის რომელიღაც ხელისუფლება, ვინც უნდა იყოს, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.