ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები კიდევ ერთხელ დაირაზმნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, მათი ლუსტრაცია მოხდა
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები კიდევ ერთხელ დაირაზმნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, მათი ლუსტრაცია მოხდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დასახელებით საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, მთლიანობაში „ნაციონალური მოძრაობაა“.

„კიდევ ერთხელ გაშიშვლდა მათი დანაშულებრივი მიდგომა და ამ დანაშაულებრივი წარმონაქმნის ლუსტრაცია. ძალიან კარგად ვიცით და ყველამ ვიხილეთ, მათი ბელადის, მსჯავრდებულ სააკაშვილის აღიარება პირდაპირ ეთერში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები, ქვეყნის მტრები კიდევ ერთხელ დაირაზმნენ მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო და მოხდა ამ ჯგუფების სრული ლუსტრაცია, რადგან ისინი ემხრობიან დანაშაულებრივ კრიმინალურ გაერთიანებას, მათ ბელადს, რომელიც გასამართლებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

დატოვე კომენტარი