ანრი ოხანაშვილი – მგონი, ოპოზიცია ოცნებობს, რომ ჩვენ შევთავაზოთ 141/5-ზე მოდელი

18:26, 10.02.2020

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის შეთავაზება არასერიოზულია.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა 130/20-ზე წინადადებას, რომელსაც „ევროპული საქართველო“ პირობითად განიხილავს.

„მგონი, ეს ადამიანები იმაზე ოცნებობენ, რომ ჩვენ შევთავაზოთ 141/5-ზე და შევამციროთ 146-მდე. მეტი რა უნდა ვთქვათ, მათ ასეთ პოლიტიკურ ვაჭრობაზე? თანახმა ვიქნები,141/5-ზე შევამციროთ და 141 მანდატი „ქართულ ოცნებას“ ექნება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი