ანრი ოხანაშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში, ყველა კადრი აღბეჭდილია, თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში, ყველა კადრი აღბეჭდილია, თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება

მე მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სადაც ლოგიკურად დავსვამ საკითხს, რომ ამას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა, მასსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქმის კურსში. ყველა კადრი აღბეჭდილია, თუ საჭირო გახდება, იმედი მაქვს, გასაჯაროვდება ეს ყველაფერი და ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს, რაზე წამსვლელები არიან ეს ადამიანები. რა გაბედა და იკადრა, როგორი ბინძური პროვოკაცია მოაწყო“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა „ტვ იმედის“ ეთერში. 

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.