ანრი ოხანაშვილი - ბოკერიას იმხელა რეიტინგი აქვს, შეუძლია, ოპოზიციას რამე ურჩიოს, ერთმანეთში მოილაპარაკონ, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ
ანრი ოხანაშვილი - ბოკერიას იმხელა რეიტინგი აქვს, შეუძლია, ოპოზიციას რამე ურჩიოს, ერთმანეთში მოილაპარაკონ, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ

ბოკერიას სიღრმისეულ მსჯელობას ვერ ჩავწვდები. ჩამოყალიბდნენ რა უნდათ და ერთმანეთში მოილაპარაკონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიან გეგმაზე სუაბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიგა ბოკერიას იმხელა რეიტინგი აქვს, რომ მას შეუძლია, ოპოზიციას რამე ურჩიოს.

„ბოკერიას იმხელა რეიტინგი აქვს, რომ მას შეუძლია, ოპოზიციას მოუწოდოს, მისი რეიტინგიდან გამომდინარე, რამე ურჩიოს. რაც უფრო მეტს ურჩევს, დარწმუნებული ვარ, იმ რეიტინგში დარჩებიან ის ჯგუფები, რომლებმაც მას გაასწრეს. მოუსმინონ ბოკერიას და შეთანხმდნენ რა უნდათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე: „საკონსტიტუციო ცვლილებები რა ფორმითაც მიღებულია, არის შანსი, რომ სამივე მოსმენით დამტკიცდეს“, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები ექნებათ.

„ამასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები გვექნება. როდესაც ოპოზიცია დაუბრუნდება იმ რიტმს, რომელიც უნდა იყოს პარლამენტში მათი მხრიდან, ჩვენ კონსულტაციები გვექნება და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.