ანრი ოხანაშვილი – ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ახალ ინიციატივას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„უკანონო მშენებლობების საკითხის დარეგულირებით დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რათა მათ იცხოვრონ ჯანსაღ და დაცულ გარემოში. ჩვენთვის, ყველასთვის ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ინვესტიციები განხორციელდეს, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.