„ანორთოსისმა“ ოქრიაშვილს გამოჯანმრთელება სამ ენაზე უსურვა
„ანორთოსისმა“ ოქრიაშვილს გამოჯანმრთელება სამ ენაზე უსურვა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ ლეგიონერს, თორნიკე ოქრიაშვილს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, მიმართვა კი სამ ენაზეა – ბერძნულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე

„მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ”, – წერია ოქრიაშვილისადმი მიმართვაში.

საქართველოს ნაკრების ნოემბრის მატჩებიდან დრო გავიდა, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილი გუნდში და მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს – მიზეზი ქართველი შემტევის ტრავმაა. ამის გამო საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 28 წლის შემტევმა პარალიმნისენოს ნეონთან“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა.

თორნიკეს მუხლი აქვს შეშუპებული, რაც ხელს უშლის და სავარაუდოდ, „ანორთოსისს“ შემდეგ მატჩებშიც ვერ დაეხმარება – ჯერ ისიც უცნობია, ოქრიაშვილი მოედანს როდის დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშა და მიღებული ტრავმის გამო, ერთა ლიგაზე სომხეთთან და ესტონეთთან თამაში ვერ შეძლო. მას ბელარუსთან მატჩიდან მოყოლებული მუხლის ტკივილები აწუხებდა, მაგრამ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში თამაში ისე სურდა, რომ ტკივილგამაყუჩებლით ითამაშა.