ანგელა მერკელის თქმით, გერმანია უფლებას იტოვებს, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო დამატებითი ზომები მიიღოს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანია უფლებას იტოვებს, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო დამატებითი ზომები მიიღოს.
„ჩვენ რეაგირების უფლებას ვიტოვებთ, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა. ჯერ უნდა ვნახოთ, რას აჩვენებს პროცესი“, – განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება დაადანაშაულა.
მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინი მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღების უფლებას იტოვებს.
18 ივნისს გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში შარშან, აგვისტოში მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე დაკავებულია.