ანგელა მერკელი - ვულოცავ სოციალ-დემოკრატიულ კავშირს დამაჯერებელ შედეგს
ანგელა მერკელი - ვულოცავ სოციალ-დემოკრატიულ კავშირს დამაჯერებელ შედეგს

სოციალ-დემოკრატიული კავშირის მიერ ჩატარებული შიდაპარტიული კენჭისყრის შედეგებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება, კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ანგელა მერკელი.

„ვულოცავ სოციალ-დემოკრატიულ კავშირს ამ დამაჯერებელ შედეგს და მოხარული ვარ განვაგრძო ერთობლივი მუშაობა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის”, -წერს ანგელა მერკელი.

გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობაში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და სოციალ-დემოკრატიული კავშირი, 6-6 მინისტრით იქნებიან წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში, მერკელის პარტიამ მეტი მანდატის მოპოვება შეძლო. მერკელის ალიანსში შემავალი ქრისტიან-სოციალისტები კი სამ სამინისტროს უხელმძღვანელებენ.

წინასწარი მონაცემებით, სოციალ-დემოკრატები საგარეო საქმეთა, ფინანსთა და შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროებს გადაიბარებენ.

ქრისტიან-დემოკრატები კი თავდაცვის, ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის უწყებებს უხელმძღვანელებენ. ფედერალურ კანცელარიას კი მერკელის თანამებრძოლი, 45 წლის ჰელგე ბრაუნი ჩაუდგება სათავეში.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან კოალიციაში შევა. შიდაპარტიული გამოკითხვისას სოციალ-დემოკრატებმა აზრი, საკუთარი პარტიის 464 ათას წევრს ჰკითხეს. მათგან კოალიციაში შესვლას 239 604 წევრი მიემხრო, რაც 66.02%-ია. მერკელთან გაერთიანებაზე უარი 123 329 დააფიქსირა, რაც 33,98% -ის შეესაბამება.

დატოვე კომენტარი