ანგელა მერკელი - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე რამდენიმე კონფლიქტზე ვიმსჯელებთ
ანგელა მერკელი - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე რამდენიმე კონფლიქტზე ვიმსჯელებთ

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე რამდენიმე კონფლიქტზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ განაცხადა.

„ჩვენ განვაგრძობთ იმ თემებზე საუბარს, რაზეც წინა შეხვედრის დროს ვიმსჯელეთ. დღეს მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქტი მიმდინარეობს. რამდენადაც რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრია, უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტების გადაჭრით. ჩვენი საუბარი შეეხება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობას, რომელსაც უკრაინა ეწინააღმდეგება.

ვიმსჯელებთ მსოფლიოში მძვინვარე ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც სირიის კონფლიქტის თანმდევი პროცესია. ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ ირანის ბირთვულ შეთანხმებასა და იემენის სამოქალაქო ომის საკითხებზე, რაზეც სოჭში ბოლო შეხვედრისას ვიმსჯელეთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გერმანიაში, მეზებერგის სასახლეში ხვდება.