ანგელა მერკელი - ტრანსატლანტიკურ სივრცეს რუსეთთან მიმართებით საერთო დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს
ანგელა მერკელი - ტრანსატლანტიკურ სივრცეს რუსეთთან მიმართებით საერთო დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს

ტრანსატლანტიკურ სივრცეს რუსეთთან მიმართებით საერთო დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი მუდმივად ითრევს ევროკავშირის წევრებს ჰიბრიდულ უთანხმოებებში, რაც ხსნის ერთიანი დღის წესრიგის საჭიროებას.

„გერმანია ღიაა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ახალი თავისთვის“, – თქვა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე მხარდაჭერა გამოხატა ნატო-ს საერთო ვალდებულებაზე, რომ წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი დახარჯონ. მერკელმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის კონფლიქტზეც და თქვა, რომ დონბასში კონფლიქტის მოგვარების მიზნით მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი უკეთესის სურვილს ტოვებს.