ანგელა მერკელი „ფეისბუქში“ გვერდს აუქმებს
ანგელა მერკელი „ფეისბუქში“ გვერდს აუქმებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ფეისბუქში“ გვერდს აუქმებს. მან გაავრცელა ვიდეომიმართვა გვერდზე „ფეისბუქში“, რომელიც ჯერ არ გაუქმებულა.

მიმართვაში ანგელა მერკელი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელი აღარ არის. ასევე, აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მისი საქმიანობისთვის სოციალური ქსელებით თვალყურის დევნება ისევ შეეძლებათ მთავრობის გვერდზე ან „ინსტაგრამზე“.

მერკელის „ფეისბუქის“ გვერდს 2.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. კანცლერმა ამ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.