ანგელა მერკელი – ბრექსიტის უზრუნველყოფისთვის გერმანია ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს

18:04, 24.05.2019

ორგანიზებული ბრექსიტის უზრუნველყოფისთვის გერმანია ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა.

ანგელა მერკელის თქმით, პატივს სცემს ტერეზა მეის გადაწყვეტილებას, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

„ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მთავარი გარდამავალი ეტაპია და მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ახლა ბრიტანეთში, გერმანიის მთავრობა კარგი პარტნიორობის მისაღწევად და ორგანიზებული ბრექსიტისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

ტერეზა მეის განმარტებით, თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.

მსგავსი