ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება არ გადაიხედება
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება არ გადაიხედება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება არ გადაიხედება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

„ეს არ დგას დღის წესრიგში. გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქმე მივიდეს იქამდე, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს. ამან შესაძლოა, გაურკვევლობა გააძლიეროს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ბრიტანეთთან გარკვეული შეთანხმებები გააჩნია, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის შესახებ ე.წ. სათადარიგო მექანიზმის ამოქმედება. თუმცა, მერკელის თქმით, ლონდონმა უნდა განაცხადოს, თუ როგორ წარმოუდგენია საკითხის გადაწყვეტა.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.