ანდრო ბარნოვი – წარმოიდგინეთ, რომ საქართველომ შეუტია და რუსეთის ჯარი გაყარა იმ ზოლს იქით, რასაც 2008-მდე ვაკონტროლებდით, დაგვიბრუნდება რწმენა, რომ ერი და სახელმწიფო ვართ
წარმოიდგინეთ, რომ საქართველომ შეუტია და რუსეთის ჯარი გაყარა იმ ზოლს იქით, რასაც 2008-მდე ვაკონტროლებდით, დაფიქრდით, რა შეიცვლება ამით, გარდა იმისა, რომ დაკარგული ტერიტორიის ნაწილს დავიბრუნებთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, 2013 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი წერს.
„წარმოიდგინეთ, რომ საქართველომ შეუტია და რუსეთის ჯარი გაყარა იმ ზოლს იქით, რასაც 2008-მდე ვაკონტროლებდით. წარმოიდგინეთ? ახლა დაფიქრდით: რა შეიცვლება ამით, გარდა იმისა, რომ დაკარგული ტერიტორიის ნაწილს დავიბრუნებთ? ჩამოვთვლი:
1. დაგვიბრუნდება რწმენა, რომ ერი და სახელმწიფო ვართ
2. ადამიანები დაბრუნდებიან თავიანთ მიწაზე (სახლები აღარ არსებობს სამწუხაროდ. დაწვეს რუსებმა)
3. გადავალთ აქტიურ თავდაცვაზე და ჩვენი უსაფრთხოება იქნება ბეეევრად მეტად გარანტირებული, ვიდრე დღესაა
4. მთელი მსოფლიო (მ თ ე ლ ი მსოფლიო) აღფრთოვანებული იქნება ჩვენით და ტაშს დაგვიკრავს
5. საქართველოს გრეძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპა და ამერიკა ძალიან ქმედით ნაბიჯებს გადადგამს
6. საქართველოსკენ დაიძრება უდიდესი ინვესტიციები. სულ ცოტა ხანში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ, ისეთი დინამიკა დაბრუნდება.
ანუ, ბევრი ფული და უკეთესი უსაფრთხოება გვექნება. კიდევ ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ ახლა მეტს არ დავწერ.
ახლა ვნახოთ, რა არ შეიცვლება?
1. რუსეთი ზუსტად (ზ უ ს ტ ა დ ) ისეთივე მტერი იქნება ჩვენი, როგორიც აქამდე იყო.
თუმცა არა, ესეც შეიცვლება, რადგან ზუსტად ისეთივე ვერ იქნება. იქნება ბევრად უფრო სუსტი და უფრო ახლოს იმასთან, რომ თავადვე დაიშალოს.
რა ვიცი, აირჩიეთ!“ – წერს ანდრო ბარნოვი.