ანდრია ჯაღმაიძე - მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ პანსიონში, დავამთავროთ შტურმი, ვაცადოთ ბავშვებს მშვიდ გარემოში ცხოვრება
ანდრია ჯაღმაიძე - მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ პანსიონში, დავამთავროთ შტურმი, ვაცადოთ ბავშვებს მშვიდ გარემოში ცხოვრება

მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ პანსიონში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, ყველამ უნდა იფიქროს ბავშვებზე და მშვიდ გარემოში ცხოვრების საშუალება მისცენ.

„არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში, მეუფე იაკობმა მცირე ხანში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე მოასწრო. დაანონსებული იყო შეაძლო შეხვედრის შესახებ და სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ შეთავზებას.

მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ შიგნით, ბავშვებზე ვიფიქროთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, თითქოს ეკლესიისგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ცოტა ხანში ბავშვები დასაცავი. შტურმი დავამთავროთ, ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.