საპატრიარქოს უნივერსიტეტში მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს
საპატრიარქოს უნივერსიტეტში მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე მეუფე იაკობს და ნინო ლომჯარიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მეუფე იაკობმა სახალხო დამცველთან თბილისში შეხვედრის მზადყოფნა გუშინ გამოთქვა, რასაც ნინო ლომჯარია დაეთანხმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) 14 ივლისს დაიკავა. ამ თანამდებობაზე მან მეუფე სპირიდონი შეცვალა.