ანდრია ბართიშვილი სეზონის ბოლომდე მომჯობინდება #1TVSPORT

23:52, 04.11.2026

ანდრია ბართიშვილი, რომელმაც აგვისტოში ინგლისურ გრანდ ლონდონის „არსენალთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე მომჯობინდება – თბილისის „იბერიისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ანდრია ბართიშვილს წინა წვივ-მცირეწვივის იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა. მკურნალობის რამდენიმე ეტაპისა და სრული რეაბილიტაციის დასრულებას ფეხბურთელი სეზონის დასრულებამდე შეძლებს“.

17 წლის ბართიშვილი პირველ აგვისტოს „ლარნესთან“ შეხვედრაში დაშავდა და მოედანს 10 ოქტომბერს, კონფერენსლიგაზე „სენტ-ტრუიდენთან“ მატჩში დაუბრუნდა. მაგრამ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო თბილისთან“ თამაშის დროს ისევ ტრავმა მიიღო.

მსგავსი