ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის ბრალდებას პასუხობს, რომელმაც უკრაინა ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის ბრალდებას პასუხობს, რომელმაც უკრაინა ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
„პიტერ, ეს რუსეთია, და არა უკრაინა, ვინც ეს ომი დაიწყო და მის დასრულებაზე უარს ამბობს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, უკრაინა წლების განმავლობაში ეუბნებოდა უნგრეთს, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია. მიუხედავად ამისა, სიბიგას თქმით, ბუდაპეშტი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეენარჩუნებინა დამოკიდებულება რუსეთზე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი.
„ახლა თქვენი საჩივრები და მუქარები, შეგიძლიათ, გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს რუსეთში“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეწყვეტილია. ამასთან, სიიარტომ შეახსენა უკრაინას, რომ უნგრეთი უკრაინის ენერგომომარაგებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
Peter, it is Russia, not Ukraine, who began this war and refuses to end it. Hungary has been told for years that Moscow is an unreliable partner. Despite this, Hungary has made every effort to maintain its reliance on Russia. Even after the full-scale war began. You can now send… https://t.co/yvMq8slTG0
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) August 18, 2025