პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის გადაზიდვა შეჩერებულია
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის გადაზიდვა შეჩერებულია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის გადაზიდვა შეჩერებულია.

„უკრაინამ კვლავ მიიტანა იერიში ნავთობსადენზე, რომელიც უნგრეთში მიდის, რითiც შეწყვეტა ნავთობის მიწოდება“, – დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში.

მას არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა თავდასხმა და რომელ მილსადენზეა საუბარი.

ამასთან, სიიარტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, პაველ სოროკინმა მას აცნობა, რომ სპეციალისტები მილსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ.

„3,5 წლის განმავლობაში ბრიუსელი და კიევი ცდილობდნენ უნგრეთის უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრევას. ეს უკრაინული თავდასხმები ჩვენი ენერგიის მიწოდებაზე იმავე მიზანს ემსახურება. მინდა, მკაფიოდ ვთქვა: ეს არაა ჩვენი ომი. ჩვენ ამასთან არაფერი გვესაქმება, და ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, უნგრეთი ამ ომისგან შორს დარჩება. ბოლოს, შეხსენება უკრაინაში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის: უნგრეთიდან მიწოდებული ელექტროენერგია თქვენი ქვეყნის ენერგოსისტემაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“,- წერს პეტერ სიიარტო.

ცნობისთვის, 12-13 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობგადამზიდ სადგურზე განხორციელებული იერიშის შედეგად ნავთობსადენმადრუჟბამ“ მუშაობა დროებით შეაჩერა.