ანდრეი სიბიგა - სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად, მომაკვდინებელ დრონებსა და რაკეტებს აგზავნის
სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთი, „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად, მომაკვდინებელ დრონებსა და რაკეტებს აგზავნის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.
სიბიგა კიევსა და და უკრაინის სხვა რეგიონებზე რუსეთის იერიშებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსკოვზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერება სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად.
„კიდევ ერთი ხმაურიანი ღამე კიევსა და სხვა რეგიონებში, როდესაც საჰაერო თავდაცვა უწყვეტად მუშაობს რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად. საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა კიევში, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა და რუსეთს ჯერ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ამის ნაცვლად, რუსეთი აგზავნის მომაკვდინებელ დრონებსა და რაკეტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევაზე და აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ აუცილებელია მოსკოვზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერება სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად“, – წერს სიბიგა.