ანდრეი შევჩენკო ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა
ანდრეი შევჩენკო ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა

უკრაინის ნაკრების, „მილანისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ლეგენდა ანდრეი შევჩენკო შეუერთდა აქციას „ბნელი სამშაბათი“ (Blackout Tuesday) და თავის „ტვიტერის“ გვერდზე შავი კვადრატი გამოაქვეყნა, რომელსაც დააწერა: „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (Black Lives Matter).

ამ აქციის არსი ის არის, რომ მთელი სამშაბათის (2 ივნისი) განმავლობაში ადამიანებმა სოციალურ ქსელში არც ერთი გასართობი პოსტი არ უნდა გამოაქვეყნონ.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელის უხეში ქმედებების შედეგად დაიღუპა მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რასაც შტატების მრავალ ქალაქში არეულობები და გამოსვლები მოჰყვა.