ანდრეა პირლოს პირველი კომენტარი - კომპლიმენტი ქართველებს, რომ ქვეყანა ასე განვითარდა
ანდრეა პირლოს პირველი კომენტარი - კომპლიმენტი ქართველებს, რომ ქვეყანა ასე განვითარდა

ანდრეა პირლოს საქართველოში ვიზიტზე პირველი კომენტარები გააკეთა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი თბილისში პარასკევს, გამთენისას ჩამოფრინდა და ერთ-ერთი ქართული კომპანიის სარეკლამო სახე იქნება.

„აქ სარეკლამო რგოლის გადასაღებად ჩამოვედი. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საქართველოში სტუმრობის საშუალება. თბილისში პირველად 2006 წელს ჩამოვედი, შემდეგ 2010 წელს –  ვხედავ ბევრ ცვლილებას და მინდა კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა,“ – ამბობს პირლო.

პირლო ფრანგ რეჟისორ ჟულიენ ზენიენთან ერთად მუშაობს, რომელმაც სხვადასხვა დროს „მერსედეს ბენცის“, „როლექსის“ და „პეჟოს“ სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთანთან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.