პარასკევს, 2 ნომბერს, თბილისს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო ესტუმრა. პირლო ერთ-ერთი ქართული კომპანიის მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.
ანდრეა პირლო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ ცნობილ საფეხბურთო გრანდებში, როგორებიცაა, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული. იგი თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.
გადასაღებ მოედანზე ანდრეა პირლოსთან ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს „მერსედეს ბენცის”, „როლექსის” და „პეჟოს” სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო.