მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში WTA-ის ტურნირის მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 733 ათას დოლარს შეადგენდა.
ფინალურ მატჩში გერმანელმა საათსა და ერთ წუთში მოუგო ავსტრალიელ ეშლი ბარტის – 6:4, 6:4. კერბერმა ამ შეხვედრაში სამი ბრეიკი შეასრულა და მეტოქის ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია ექვსიდან.
29 წლის კერბერისთვის ეს არის მე-11 ტიტული კარიერაში. გერმანელმა მთელს ტურნირზე მხოლოდ ორი სეტი წააგო.
წლევანდელ სეზონში კერბერმა მეორე ტურნირის ფინალში ითამაშა. მანამდე, მან გერმანიის ნაკრებში ჰოპმანის თასზე იასპარეზა და გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიასთან დამარცხდა.